მომსახურების პირობები

წესები და პირობები :

VideoCV.ge არის პლატფორმა, სადაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია მარტივად ატვირთოს თავისი ვიდეო რეზიუმე და ჩვენი პორტალის მეშვეობით იპოვოს სასურველი სამსახური. პორტალზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს 18 წლის ასაკიდან და ნებისმიერ კომპანიას. მომხმარებელი დარეგისტრირების შემდეგ, სრულიად უფასოდ, საიტზე ანთავსებს მის ვიდეო რეზიუმეს, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებლები ყიდულობენ მხოლოდ 1 ლარად. მხოლოდ მას შემდეგ რაც, HR განიხილავს კონკრეტულ რეზიუმეს , მოხდება შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

ჩვენი საიტი თქვენს პერსონალურ მონაცემებს იღებს და ამუშავებს მხოლოდ „პერსონალური მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ორ შემთხვევაში: არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან/და მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა. იმავე კანონით თანხმობა არის - მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე, ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება. ამასთანავე თითოეულ რეზიუმეზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან არიან რეგისტრირებულები.

დაბრუნების პოლიტიკა:

თანხის დაბრუნება არ ხდება, რადგან თითოეული ვიდეო რეზიუმეს ღირებულება შეადგენს 1 ლარს. მომხმარებელი წინასწარ ავსებს ე.წ ბალანსს და თანხა ანგარიშიდან ეჭრება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახავს ვიდეო რეზიუმეს.

მიწოდების პოლიტიკა:

მიწოდების პოლიტიკა არ გვაქვს, რადგან ჩვენ არ ვქმნით პროდუქტს. ჩვენ ვქმნით სერვისს.

close button

მოიწვიე ელ.ფოსტით

close button

მოიწვიე ელ.ფოსტით

Login As Hr Login As Person
close button

გაზარდეთ თქვენი ბალანსი